პროგრამაში ადგილები შეზღუდულია და შერჩევა მოხდება მოტივაციის მიხედვითწნორში, ცოდნის კაფეში ის დღე ახლოვდება, რომელსაც ტექ პროფესიებით დაინტერესებული ახალგაზრდები დიდი ხანია, ელიან 🚀
18 აპრილს, ცოდნის კაფე და დატაფესტ თბილისი დაიწყებენ პროგრამას: მომავლის უნარ-ჩვევები ტექ კარიერაში.
არაფორმალურ გარემოში, ტექ სფეროს წარმატებული სპეციალისტები გაგიზიარებენ განვლილ კარიერულ გზას, საჭირო უნარ-ჩვევების შესახებ ინფორმაციას, წარმატებებსა და მარცხებს. ეს ისეთი ინსპირაციაა, როგორიც ახალგაზრდებს კარიერული არჩევანის გაკეთებისა და მოტივაციისთვის განსაკუთრებულად სჭირდებათ. ვუმასპინძლებთ ვორკშოპებსაც - ტექის მიმართულებით საწყისი უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის.
სპიკერების არასრული სია ასე გამოიყურება:
* მარიამ ლეკვეიშვილი, Theneo
* ნათია ქუხილავა, Helio.AI
* შოთა ელყანიშვილი, Pinterest
* ანი გეჯაძე, დიზაინისა და ანიმაციის სკოლა
* ანა მიქატაძე, ფორსეტი & დატაფესტ თბილისი
ღონისძიება ამით არ სრულდება - მომდევნო სამ შაბათ დღეს, სხვადასხვა ტექ მიმართულებით, სიღრმისეულ ვორკშოპებს გამართავს - EPAM საქართველო, combined ratio solutions, 3D სახელოსნო და სფეროს სხვა წამყვანი კომპანიები, სადაც შერჩეული ახალგაზრდები უნარ-ჩვევების გაღრმავებას გააგრძელებენ 🚀
რეგისტრაციის ბოლო დღე: 30 აპრილი
პროგრამის ბოლოს წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.