შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Image

Image

რჩეული სტატია

Image
კვამე ნკრუმაგანელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი და რევოლუციონერი. ოქროს ნაპირის პრემიერ-მინისტრი 1952-1957 წლებში, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი განის პირველი პრემიერ-მინისტრი (1957-1960) და დამოუკიდებელი განის პირველი პრეზიდენტი (1960-1966). ფელდმარშალი (1965). 1964 წელს თავი გამოაცხადა მუდმივ პრეზიდენტად. პანაფრიკანიზმის გავლენიანი მხარდამჭერი, ნკრუმა იყო „აფრიკის ერთობის ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და 1962 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გაცემული „ლენინური მშვიდობის პრემიის“ ლაურეატი. საზღვარგარეთ გატარებული თორმეტი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც იგი უმაღლეს განათლებას ეუფლებოდა, საკუთარ პოლიტიკურ ფილოსოფიას აყალიბებდა და სხვა დიასპორელ პანაფრიკანისტებთან ერთად ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა, ნკრუმა ოქროს ნაპირზე დაბრუნდა, რათა დაეწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველს. მან ჩამოაყალიბა კონვენტის სახალხო პარტია, რომელმაც რიგით ამომრჩეველზე ორიენტირებული უპრეცედენტო მიდგომით სწრაფ წარმატებას მიაღწია. 1952 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1957 წლამდე, როდესაც განას ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესს უხელმძღვანელა, რაც იმ დროისთვის საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. 1960 წელს განელებმა დაამტკიცეს ახალი კონსტიტუცია და ნკრუმა პრეზიდენტად აირჩიეს. 1999 წელს BBC-ის გამოკითხვით იგი ათასწლეულის აფრიკელად დასახელდა.

Image

Image

დღის სტატია

რიჩარდ III
რიჩარდ III

რიჩარდ III (ინგლ. Richard III; დ. 2 ოქტომბერი, 1452, ფოთერინგეი — გ. 22 აგვისტო, 1485, ბოსუორთი) — ინგლისის მეფე 1483 წლიდან, იორკების დინასტიის (პლანტაგენეტების სამეფო სახლის ერთ-ერთი შტო) უკანასკნელი წარმომადგენელი. ედუარდ IV-ის უმცროსი ძმა. ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი ედუარდ V-ის გადაყენებით, ვარდების ომის დროს. მოკლეს 1485 წელს ბოსუორთის ბრძოლაში დამარცხებისას.

XVI საუკუნის ლიტერატურაში რიჩარდ III-ს მიაწერენ ტახტიდან ჩამოგდებული ჰენრი VI-ის, ედუარდ V-ისა და მისი ძმის მკვლელობას. ჰენრი VI-ის ცოლის დედოფალ ანას მოწამვლას და თავისი ძმის ჰერცოგ კლარენსის მკვლელობას. რიჩარდ III-ს ტომას მორმა უძღვნა „რიჩარდ III-ის ისტორია,“ ხოლო უილიამ შექსპირმა ისტორიული დრამა „რიჩარდ III“.

Image

Image

დღის სურათი

ბრაზილიური წავი ჭამს მდინარეში დაჭერილ თევზს, მატუ-გროსუ, ბრაზილია.
ბრაზილიური წავი ჭამს მდინარეში დაჭერილ თევზს, მატუ-გროსუ, ბრაზილია.
ბრაზილიური წავი ჭამს მდინარეში დაჭერილ თევზს, მატუ-გროსუ, ბრაზილია.

Image

Image

სიახლეები

ნიკოლ ფაშინიანი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


Image

Image

26 ივნისი — ამ დღეს...

Image

Image

Image

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი