AMD
|
ოფიციალური ლოგო | |
|
კომპანიის შტაბ-ბინა სანტა-კლარაში, კალიფორნიაში | |
| ტიპი | საზოგადოებრივი კომპანია |
|---|---|
| დარგი | ნახევარგამტარები |
| დაფუძნდა | 1 მაისი, 1969 |
| სათავო ოფისი | სანტა-კლარა, კალიფორნია, აშშ |
| პროდუქცია | |
| შემოსავალი |
|
| თანამშრომელი | დაახლ. 28,000 (2024) |
| საიტი | ოფიციალური საიტი |
Advanced Micro Devices, Inc. (AMD) — ამერიკული მრავალეროვნული ტექნოლოგიური კომპანია, ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს სანტა-კლარაში, კალიფორნიაში. AMD ემსახურება ბიზნეს და სამომხმარებლო ბაზრების ფართო სპექტრს, მათ შორის სათამაშო ინდუსტრიას, მონაცემთა ცენტრებს, ხელოვნურ ინტელექტს (AI) და ჩაშენებულ სისტემებს. AMD-ის მთავარი კონკურენტები არიან Intel ცენტრალური პროცესორების ბაზარზე და Nvidia გრაფიკული პროცესორების ბაზარზე.
AMD-ის ძირითადი პროდუქტებია მიკროპროცესორები, დედაპლატის ჩიპსეტები, ჩაშენებული პროცესორები და გრაფიკული პროცესორები სერვერებისთვის, სამუშაო სადგურებისთვის, პერსონალური კომპიუტერებისთვის და ჩაშენებული სისტემებისთვის. AMD-ის პროცესორები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის გამოთვლით მოწყობილობებში, მათ შორის პერსონალურ კომპიუტერებში, სერვერებში, ლეპტოპებსა და სათამაშო კონსოლებში.
AMD დაარსდა 1969 წლის 1 მაისს ჯერი სანდერსისა და სხვა პროფესიონალი ტექნოლოგების მიერ.[1][2] კომპანიის ადრეული პროდუქტები ძირითადად მოიცავდა მეხსიერების ჩიპებსა და კომპიუტერის სხვა კომპონენტებს. 1975 წელს AMD შევიდა მიკროპროცესორების ბაზარზე და კონკურენცია გაუწია Intel-ს, მის მთავარ მეტოქეს პროცესორების ინდუსტრიაში. 2000-იანი წლების დასაწყისში კომპანიამ მიაღწია მნიშვნელოვან ზრდასა და წარმატებას, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის Athlon-ისა და Opteron პროცესორების წარმატებას პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. 2006 წელს AMD-მ 5.4 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა კანადური ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანია ATI Technologies.[3][4] 2000-იანი წლების მიწურულსა და 2010-იანი წლების დასაწყისში AMD სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა, რადგან Intel-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა უფრო სწრაფი და მძლავრი პროცესორების შექმნაში.
2010-იანი წლების ბოლოს AMD-მ კვლავ მოიპოვა ბაზრის წილი მის პროდუქტებზე ფასის დაგდებისა[5] და Ryzen პროცესორების წარმატების წყალობით, რომლებიც წარმადობის კუთხით მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ Intel-ის მიკროპროცესორებს და ამავე დროს, შედარებით დაბალი ფასებით გამოირჩეოდნენ.[6] 2022 წელს AMD-მ პირველად გადაუსწრო Intel-ს საბაზრო კაპიტალიზაციით.[7][8]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Rodengen, Jeffrey L. (1998). The Spirit of AMD: Advanced Micro Devices. Write Stuff.
- Ruiz, Hector (2013). Slingshot: AMD's Fight to Free an Industry from the Ruthless Grip of Intel. Greenleaf Book Group.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „AMD“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The other founding members were Ed Turney, John Carey, Sven Simonsen, Jack Gifford and three members from Gifford's team: Frank Botte, Jim Giles, and Larry Stenger.
- ↑ Rodengen, Jeffrey L. (1998). The Spirit of AMD: Advanced Micro Devices. Write Stuff.
- ↑ AMD Completes ATI Acquisition and Creates Processing Powerhouse. NewsWire (2006-10-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23.
- ↑ „"Слияние" AMD и ATI это не только экономическая сделка, но и продукт“. THG. 2006-10-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2015-12-05.
- ↑ AMD's Extremely Successful Price Strategy Could Burden AMD And Intel Investors Long Term en (2019-10-22). ციტირების თარიღი: 2024-08-23
- ↑ AMD ascending: How Ryzen CPUs snatched the computing crown from Intel en (March 31, 2020). ციტირების თარიღი: March 31, 2020
- ↑ AMD's Market Cap Surpasses Intel for the First Time in History en (February 16, 2022). ციტირების თარიღი: February 16, 2022
- ↑ How AMD became a chip giant and leapfrogged Intel after years of playing catch-up en (November 22, 2022). ციტირების თარიღი: November 22, 2022