შინაარსზე გადასვლა

Drive Slow

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Drive Slow“
Image
სინგლიკანიე უესტი, Paul Wall, GLC
ალბომიდან Late Registration
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 6 ივნისი, 2006
ჩაიწერა 2004-2005
სტუდია
ჟანრი ჯაზ-რეპი
ხანგრძლივობა 4:32
ხმისჩამწერი ლეიბლი
  • Roc-A-Fella
  • Def Jam
  • Atlantic
  • Asylum
  • Swishahouse
ავტორ(ებ)ი
  • Kanye West
  • Paul Slayton
  • Leonard Harris
პროდიუსერი
  • კანიე უესტი
კანიე უესტი, Paul Wall, GLC — სინგლების ქრონოლოგია
„Impossible“
(2006)
Drive Slow
(2006)
„Grammy Family“
(2006)

Drive Slow — ამერიკელი რეპერ კანიე უესტის სიმღერა. სიმღერაში მოწვეული სტუმრები არიან პოლ უოლი და GLC, ხოლო ამერიკელი არტისტი ტონი „პენაფაირ“ უილიამსი ვოკალს ასრულებს.სიმღერა უესტმა სხვა შემსრულებლებთან ერთად დაწერა დაწერა. იგი თავდაპირველად კანიე უესტის მეორე სტუდიურ ალბომში Late Registration გამოჩნდა, ხოლო მოგვიანებით პოლ უოლის სადებიუტო სტუდიურ ალბომში, The Peoples Champ შევიდა.[1]

"Drive Slow" 12 დიუმიან ვინილზე 2006 წლის 6 ივნისს გამოვიდა Roc-A-Fella-სა და Def Jam-ის მიერ, როგორც ალბომის მეხუთე და ბოლო სინგლი. ჰიპ-ჰოპ ტრეკი ჯაზის ელემენტებს შეიცავს. სიმღერაში გამოყენებულია ჰენკ კროუფორდის „Wildflower“-ის ქავერ ვერსიის სემპლი.[2][3]

სიმღერის ტექსტში ავტომობილების კულტურა მეტაფორად გამოიყენება, რომელიც ადამიანების სწრაფი ცხოვრების წესს განიხილავს და ასევე გარკვეული საფრთხეების შესახებ აფრთხილებს.[4] მან მუსიკალური კრიტიკოსებისგან საყოველთაო აღიარება მოიპოვა, ხშირად აქებდნენ ტექსტური შინაარსის გამო. ზოგიერთმა პოლ უოლის ლექსი გამოყო, ზოგი კი შესრულებას იწონებდა. აღიარების მიუხედავად, სიმღერას ეთერში მნიშვნელოვანი პოპულარობა არ ჰქონია. ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის (RIAA) მიერ მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ოქროს სტატუსი მიენიჭა. უესტმა სიმღერა თავისი სადებიუტო საკონცერტო ალბომისთვის, Late Orchestration (2006), შეასრულა.[5][6]

ჩაიწერა „Drive Slow“-ის რემიქსი, რომელშიც რეპერმა T.I.-მ მონაწილეობა მიიღო. უესტისგან ზარის მიღების შემდეგ, მან რემიქსისთვის საკუთარი სტროფი ჩაწერა.[7] თანმხლები მუსიკალური ვიდეოს პრემიერა MTV-ზე შედგა, თუმცა ის არასდროს გამოსულა. ვიდეოში მალი უესტს ლას-ვეგასის ცენტრში, Fremont Street Experience-ის ნეონის შუქებზე ატარებს. უესტმა, პოლ უოლმა, GLC-მ და T.I.-მ რემიქსი Power 106-ის Powerhouse 2006 ღონისძიებაზე შეასრულეს.

  1. Exclusive: Paul Wall Reflects on Kanye West's 'Drive Slow' & Beyoncé's Grill (November 8, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 18, 2020. ციტირების თარიღი: November 3, 2020
  2. Eustice, Kyle. Paul Wall Thought He Was Being 'Punk'd' Twice When Going to Record 'Drive Slow' With Kanye West (September 30, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 2, 2020. ციტირების თარიღი: November 4, 2020
  3. Kara, Nooreen (June 24, 2005). „Kanye West Gives Media Early Peek At Late Registration In London“. Baller Status. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 16, 2009. ციტირების თარიღი: May 16, 2008.
  4. Gasteier, Matthew. (August 29, 2005) Kanye West . Late Registration. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 20, 2006. ციტირების თარიღი: November 5, 2020
  5. Pop CDs of the week: Kanye West, The Rakes, Supergrass and more (August 13, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 6, 2018. ციტირების თარიღი: November 6, 2020
  6. McGovern, Kyle (October 27, 2014). „All 289 Eminem Songs, Ranked“. Spin. ციტირების თარიღი: May 23, 2018.
  7. Eustice, Kyle (December 15, 2020). „T.I. Admits He's Never Heard His Verse On Kanye West's 'Drive Slow' Played In Public“. HipHopDX. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 15, 2020. ციტირების თარიღი: January 27, 2021.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Drive_Slow&oldid=5338988“-დან