შინაარსზე გადასვლა

მეროე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეროეს არქეოლოგიური ძეგლები
Image
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები სუდანის დროშა სუდანი | ქვეყნის დროშა2 | name = სუდანის დროშა სუდანი | variant = | size =

}}
მიტოვების პერიოდი ძვ. წ. XV საუკუნე
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, vi, v
რეგიონი აფრიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2011  (35-ე სესია)
ნომერი 1336
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1336
ინგლ.რუს.ფრ.

მეროე — უძველესი ნაქალაქარი სუდანში, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, ქალაქ შენდის სიახლოვეს, ხართუმიდან 200 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით. ძეგლის სიახლოვეს მდებარეობს სოფლების ჯგუფი, რომლებსაც ბაგრავიაჰს უწოდებენ. საუკუნეთა განმავლობაში, მეროე ქუშის სამეფოს დედაქალაქი იყო. მეროეს ქუშიტურმა სამეფომ სახელი მიიღო კუნძულ მეროესგან, რომელიც თანამედროვე ბუტანას რეგიონს წარმოადგენდა და რომელსაც მდინარე ნილოსი და ცისფერი ნილოსი საზღვრავდა.

ქალაქი მეროე ბუტანას კიდეზე იყო გაშენებული. აღნიშნულ რეგიონში კიდევ ორი მეროეული ქალაქი მდებარეობდა — მუსავარატ-ეს-სუფრა და ნაქა.[1][2]

ქალაქის ტერიტორია შემოსაზღვრულია სამი ჯგუფისგან შემდგარი ორასზე მეტი პირამიდისგან, რომელთა უმრავლესობაც დღეს ნანგრევებს წარმოადგენს. მათი განსხვავებული ზომებისა და პროპორციების გამო, ისინი იდენტიფიცირდება როგორც ნუბიური პირამიდები.

2011 წლის ივნისიდან ძეგლი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Image
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: